ჰაკერული გაერთიანება Anonymous რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ელოდებოდნენ პასუხს პუტინისგან, მათ მიერ გავრცელებულ ბოლო თხოვნაზე, თუმცა მიხვდნენ, რომ მოთმინება აღარ ყოფნით და გადადიან მოქმედებაზე.
უკრაინის პრეზიდენტი დედაქალაქი დაცვის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, დარტყმის ქვეშ ბევრი ქალაქია: ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, დონბასი, სამხრეთ უკრაინა და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კი კიევი იქნება.
კანადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბორის ჯონსონი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაუყოვნებლივ გათიშონ რუსეთი SWIFT-დან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი twitter-ის გვერდზე წერს.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.