არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3 638 ჰა-ით გაიზრდება და 103 440 ჰექტარი გახდება. მის საზღვრებში, რომელიც ამჟამად მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს მოიცავს, ვაშლობის ხეობა მოექცევა.
იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.
იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვა დეტალები უცნობია.
დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“-ს ახალი, საგანმანათლებლო ეტაპი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას წყლის სრული ციკლის, წყლის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსისა და მისი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
ვარკეთილში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო შეწყვეტილი გაზომომარაგების აღდგენა დაიწყება 2 ივნისს 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი „არილი“ ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს.