შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს," - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ მანიპულაციის ქვეშ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს.
თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„საქართველოს მოსახლეობა ბერდება“ - როგორც „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის 2024 წლის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ფიქსირდება 65+ ასაკის ადამიანების მატება, ხოლო შობადობამ სტაბილურად იკლო.