ხვალ ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, სამწუხაროდ, ჩვენი მტრისთვისაც. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოსახლეობას.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას COVID-19-თან დაკავშირებულ სიტუაციაზე მსოფლიოსა და საქართველოში, რომელიც მოიცავს ბოლო ერთი კვირის მონაცემებს.
ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყანა არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის რომელიმე სხვა ტერიტორიის ანექსიას.
დღეს პუტინი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების და მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად , – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი, ყირიმი არის უკრაინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი პუტინი თვლიდა, რომ ის გატეხდა უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს, ფიქრობდა, რომ შეძლებდა ჩვენი დემოკრატიული ერების გაყოფას, გვიკარნახებდა, რა გაგვეკეთებინა, პრეზიდენტ პუტინი შეცდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდიოვანმა, იენს სტოლტენბერგმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 14-21 აგვისტოს პერიოდის COVID-სტატისტიკას აქვეყნებს.
ძლიერი ხანძარია რუსეთში, გავრცელებული ინფორმაციიტ, როსტოვის ოლქში ტყის მასივი იწვის.
გამოვაცხადეთ ვაკანსია 145 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი, ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდაო, 5 000 მოვიდა, სულ არის ეს თემა, ხალხი მიდის, მოდის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, შსს 4 000-მა თანამშრომელმა დატოვა.