მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ფოთში, კაკულიას ქუჩაზე 30 წლამდე კაცი უროთი მოკლეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სია კიდევ უფრო გაფართოვდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლში აფეთქება მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ჩაიმსხვრა ფანჯრები, ასევე, დაზიანდა გვერდით მდებარე სახლი და ქუჩაში მდგარი ავტომანქანა.
რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სია უკვე გადასცეს. რუსული მხარე ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად აფასებს.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები სამშობლოში ჩამოასვენეს. თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს გამთენიისას თბილისში პატივით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქებში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლი და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებშიც. თოვლია ნავარაუდევი დედაქალაქშიც.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“ გამოიყენება დაავადების დამძიმების რისკების მქონე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის COVID-19-ით ამბულატორიული ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.