უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ელოდება, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები გაგებით მოეკიდებიან თურქეთის უსაფრთხოების საკითხს ფინეთისა და შვედეთის ნატოში განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით.
აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, როდესაც ადამიანი პირად შეურაცხყოფაზე გადადის, ყველა შემთხვევაში ის აუფასურებს ადამიანურ ღირებულებებს და ის კარგავს რეპუტაციას. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს. რეჟისრომა წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ემ თი ეიმ“ (MTA) ავრცელებს.
საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან, რომელიც საყურადღებოა, თუმცა არა საპანიკო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში კოვიდ სტატისტიკის ერთი კვირის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.