იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.
სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას საქართველოს იმ მოქალქეებს მიმართა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს აკრიტიკებენ და ლანძღავენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა თავის სპეცრაზმს უკრაინაში ბავშვების გატაცება დაავალა.
ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი უკრაინის ქალაქ ივანკოვში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს. ამის შესახებ „უნიანი“ წერს.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, აშშ-ის, ევროკავშირისა და მათი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანას რეზერვების ნახევარი გაყინული აქვს. საუბარია 300 მილიარდ დოლარზე.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქი მზად არის 2-კვირიანი ბლოკადისთვის.
უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარე აცხადებს, რომ პროგრესი არის, ასევე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ მეტი მოლაპარაკებები - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ქალაქ ირპენში საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ლუგანსკის რაიონში ქალაქ პოპასნაიას დაბომბვის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.