თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის დრევანდელ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და დეპუტატს აკრიტიკებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მისი კლინიკაში გადაყვანის შესახებ უარყოფს და ციხესთან შეკრებილ გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მისი განცხადება სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო.
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხიდან სამედიცინო კლინიკაში, არ დასტურდება. ამის შესახებ პენიტენციურის პრესსამსახურში განმარტეს.
პატრიარქი კირილის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის თავს სწირავდა სხვების დასახმარებლად. დასავლეთს კი არ სურდა რუსეთის მოყვარული ეს მამაცი მართლმადიდებელი ხალხი თავის ხალხებში ყოფილიყო და პირველი მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინა. ამის ამის შესახებ მან ქადაგებისას ისაუბრა.
რუსეთის პატრიარქის კირილის თქმით, რუსეთს აგრესიული ომები არასოდეს უწარმოებია, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა, თავის ქადაგებაში ისაუბრა.
ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის კომენტარმა, მედიაში და საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, პესტიციდებით ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. ვარკეთილში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცავებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს.
შვეიცარიაში, Nespresso-ს ყავის ქარხანაში, პოლიციამ 500 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი დოლარია.