ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში რუსებმა ხარკოვი 89-ჯერ დაბომბეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ავიაიერიშების შედეგად 48 სკოლა განადგურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვის ფსიქიატრიული საავადმყოფოც. უკრაინული მხარის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულების თავშესაფარში 330 ადამიანი იმყოფებოდა და მათ ნაწილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ხარკოვში ასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი.
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ომის პარალელურად წარსულის მოვლენებსაც იხსენებს. მან ისაუბრა ბუქარესტის სამიტის შესახებ, რომელზეც საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მიცემა განიხილებოდა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. განცხადებას ამის შესახებ სახალხო დამცველი ავრცელებს:
ვლადიმირ ჟირინოვსკი მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს. უკვე გონზეა და თანაშემწეებისგან დოკუმენტებსაც იღებს. ინფორმაცია რუსულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.
უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი მაიორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დაზვერვის საკითხებში და პოლკის დაზვერვის უფროსი ანდრეი ბურლაკოვი მოკლეს.
უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ინსტიტუტი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში განთავსებულია ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი. უცნობია დეტალები დაზიანებების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს და ეხმაურება ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს.