საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში.
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა: პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ, უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსის შიგნით კონსულტაციების დაწყების მიზნით, NATO-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზების ინფრასტრუქტურა კი მწყობრიდან არის გამოყვანილი - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების "ტელეგრამის" გვერდზეა ნათქვამი.