ტყიბულის შახტში 30 იანვრის 23:00 საათის შემდეგ მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ამ დროისთვის 8 დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ომიკრონი“არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის განახლებული პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეცდომები იყო და ხელიდან გაექცათ პანდემიის მართვა.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 156 ადამიანი აიცრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-სა და ეუთო-ში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის.
„პისიარ ტესტირებითაც „ომიკრონის“ დადგენა გართულებულია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების უფროსმა მაია ზალდასტანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სურდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის აეხსნა, თუ რა ტიპის ე.წ. შეთანხმების პროცესი წამოიწყო, მაგრამ ეს საუბარი არ შედგა.
“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, რომ ისრაელი ყიდულობს “ნოვოვაქსის” Novovax კოვიდის 5 მილიონ ვაქცინას და ეს უკვე საინტერესოა.