ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ძლიერი შტორმია, სტიქიას უკვე ემსხვერპლა 10 ადამიანის სიცოცხლე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოში პანდემია ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ახალი შტამები გამოჩნდეს.
საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ინფორმაციაას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ექიმებს უჭირთ გადაწყვეტა, გაუკეთონ თუ არა ოპერაცია ვლადიმერ ჟირინოვსკის - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეო, სადაც აღბეჭდილია აფეთქება და ცეცხლის შედეგად დაზიანებული სამხედრო ავტომობილი, რუსი სეპარატისტების მიერ ინსცენირებული თავდასხმაა და მთავარი მიზანი დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდაა.