საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.
გაერთიანებულ სამეფოს შტორმი „იუნისი“ დაატყდა თავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა პროცენტული წილი, ვინც გაიკეთა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე პირველი დოზა და ჰქონდა რამე გვერდითი მოვლენა, 36.9 პროცენტს შეადგენს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ომიკრონმა ერთი კარგი საქმე გაგვიკეთა, ოჯახის ექიმების უპრეცენდენტო რაოდენობა მოვამზადეთ.ამის შესახებ ცერცვაძემ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
17 თებერვალს, ჯონ სალივანს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს, გადასცეს პასუხი ადრე მიღებულ ამერიკულ პასუხზე რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ხელშეკრულების პროექტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
5-12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის მიერ წარმოებული Covid-ვაქცინა დაახლოებით, მეორე კვარტალში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება.
სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მებაღეები ყვავილები არ აყვავების გამო დასაჯა. მისი გააწყვეტილებით მებაღეები 6 თვით შრომით ბანაკებში გააგზავნა.