მომხრე ვარ, რომ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრა ორი დოზა „ფაიზერით“ ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ ახალ წელს მაქსიმალურად ვიწრო წრეში შეხვდნენ, ვინაიდან კორონავორუსის ახალი შტამი - ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზებზე ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს.
ისრაელი უკვე ფაიზერის მე-4 დოზაზე გადავიდა და საქართველო კიდევ მსჯელობს, დაუშვას თუ არა ფაიზერის მე-3 დოზა 3 თვეში - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
დღეს, 22 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი პირველი პრეპარატის – პაქსლოვიდის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია გასცა.
"საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და მისი დომინანტურ შტამად გადაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს 12-15 ათასი ინფიცირებული ყოველდღიურად", - ამის შესახებ იმუნიზაციის საბწოს წევრმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით მთავარ საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებზე შეზღუდვები დაწესდა.