როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიმა, კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკა საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას აკვირდება, რომ გაიგოს მზად არის თუ არა საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის. ამის შესახებ დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
73კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი სოიჩი ჰაშიმოტო და 2021 წლის ცემპიონი ლაშა შავდსათუაშვილი შეხვდნენ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, "ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებისთვის უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია.
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება.
400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს.
ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა "კოლხი ქალი" მოიპარეს.
თუ ქვეყნები დააყოვნებენ „ომიკრონისთვის“ სათანადო პასუხის გაცემას იქამდე, სანამ მათი ჰოსპიტლები შეივსება, უკვე ძალიან გვიანი იქნება. არ დაელოდოთ! იმოქმედეთ ახლა! მიიღეთ ვაქცინა, რომელსაც გთავაზობენ! - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის ბიუროს ინციდენტობის მენეჯერმა ჰეზერ პაპოვიცმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
27 იანვარი - 3 თებერვლის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლა 26081 მოსწავლის მშობელმა მოითხოვა
27 იანვარი - 3 თებერვლის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, 26081 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
კოვიდ-19 ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
2022 წლის გეგმით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილი ვაქცინებიცაა გათვალისწინებული.