"მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. ქართულო ოცნებავ,ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ", - ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წერს.
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 340 და გამოჯანმრთელების 3 631 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 6.4%-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში დელტას ახალი ვარიანტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა უახლოეს მომავალში ამის მოლოდინი არის.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში, მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ დაამტკიცა პირველი აბი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებს კურნავს. ინფორმაცია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ვრცელდება.
პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა პფიზერ-ის ვაქცინას გადმოსცემს.
ზაურ ანთია წალენჯიხაში კრივის დარბაზს გახსნის და კვების ჩათვლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ბავშვებას, - ამის შესახებ სოწიალუ ქსელში თამარ ბელქანია წერს.
კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 13:50 საათზე, ონთან, მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.