ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმის კომენტირებისას დასძენს, რომ მისი, როგორც პატიმრის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. აღნიშნულის შესახებ ელჩმა 28 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმების კონსილიუმის წევრები შევიდნენ.
დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ქუთაისლებს, რუსთაველებს, თელაველებს, ზუგდიდელებს, ბათუმელებს (ყველა სხვას), ოპოზიციონერი მერის არჩევით, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დიდი პოლიტიკა მოიყვანონ საკუთარ ქალაქებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 3 951 ადამიანი აიცრა.
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ.
„ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის“ მმართველი საბჭო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯი ერთვება.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წუხილს გამოთქვამს.