ისრაელის ვაქცინაციის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ასაკოვან მოსახლეობას შესთავაზონ მესამე ბუსტერული დოზა.
პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 712 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 972 PCR ტესტით.
საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“. სახელმწიფო ამაზე წამოვიდა. ახლა ზოგიერთები ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშლის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.
"ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია, ავიცრათ და დავიცვათ რეკომენდაციები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, უკვე პიკში ვართ. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში მოხდება დაკვირვება, თუ საით მიდის ეპიდემია, შემთხვევები იმატებს თუ - არა.