ამირან გამყრელიძე: 14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, 19 წლამდე - 20%-იანი
"14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი, ხოლო 19 წლამდე - 20%-მდე ანუ დღეს რომ 4700 შემთხვევა იყო, აქედან 15% 14 წლამდე ბავშვი იყო ინფიცირებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სააკორდინაციო საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა,
სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 აგვისტოს მონაცემებით სულ 1 184 306 აცრაა ჩატარებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა თითქოს სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 164 402 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს.