მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატები სტიქიას ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის. ქვეყანაში ვერ ახერხებენ ძლიერი ხანძრის კერების ლოკალიზებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ნაჩქარევად მოხდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ციციშვილის სახელობის კლინიკაში 25 დღის ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
16 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 334 199 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 126 171 ადამიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 466 პირი.
ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები. ეს და სხვა ცვლილებები, რომლებიც 19 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, მთავრობის №322 დადგენილებაში შევიდა.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ დაიწყო მოწოდება "ფაიზერის" მილიონზე მეტი დოზის, რომელიც უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში.