საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს.
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრო-დასავლელი პრეზიდენტის და ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, - ამის შესახებ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ უშუალოდ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე დადებითად შეაფასა, ისაუბრა იმ უსამართლო გარემოზე, რამაც, საბოლოოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა.
4 ოქტომბერს, სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი], 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.
პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი - თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი,- ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.
„ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, თბილისში იწყება ცვლილებები, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლების შედეგებს.
Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.