საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BUSINESS TIME უცვლელად გთავაზობთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 275 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე პარტიას 30 აპრილს ველოდებით, მესამე პარტიას კი მაისის შუა რიცხვებში, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ნამახვნჰესთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას რიონის ხეობის მცველები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ განცხადება, რომელიც დღეს ჰესის პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, პროტესტის ხელოვნური დეესკალაციაა და მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
დღეს 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული წელსაც იმავე რეკომენდაციის გამეორება მოუხდეთ რაც შარშან სააღდგომოდ. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან 13 ნეშტი გადმოასვენეს - 6 სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქე აფხაზეთის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მსოფლიოში არის სამი ძალიან საშიში - სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შატმები, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაცია არსებული ტემპით გაგრძელდება, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას, რაც საქართველოს მთავრობას წლის ბოლომდე ჰქონდა ნავარაუდევი, 3 წელი დასჭირდება.