
გერმანიის მთავრობამ საქართველო “მაღალი რისკის ქვეყნების” სიაში შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილება "რობერტ კოხის ინსტიტუტმა" კოვიდ-ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო, დღეს მიიღო. აღნიშნული ინსტიტუტი გერმანიის ფედერალურ სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.

სრული რეგულაციების მოხსნა, როდესაც მოსახლეობის 3 და 4%-ია აცრილი, უპრეცედენტოა, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანას არ უქნია, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კოლუმბეგოვმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას.

ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება./

PMCG-ის კვლევითი ცენტრი ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც სასტუმროების ფასების ინდექსის ცვლილება დეტალურად არის მიმოხილული.

„სამწუხაროა, რომ ისეთ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც გამოქვეყნებულია და ასახავს ავიაციის სექტორის აღდგენის ტენდენციებს, გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თავისით ხდება და სწორი მენეჯმენტის შედეგი არ არის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი გზა არის ევროპული გზა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ევროპული ღირებულებების მქონე გუნდი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში“ სტუმრობისას.

ავიაკომპანია ჭიზზ Aირ- ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ საქართველოს პირველ არხთან საუბარისას ის წესები განმარტა, რომელთა დაცვაც მგზავრებს მოუწევთ.