ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როზაში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს, ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამია.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine” ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ბიობამბი“ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150 000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125 000 ლარია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME–ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
Hospitality Projects-ის დამფუძნებლის ვალერი ჩეხერიას მოსაზრებით, სასტუმროს სფეროში კადრების მოტივაცია ყოველთვის რთული დასაგეგმი იყო.
4 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი კომპანია hallo.
ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით, საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია ეწვია.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკის მთავრობის წვლილიც - $8.6 მილიონიანი ინვესტიციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული თანამშრომლების სახით იქნება.
დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს.