კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია
მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი, 200 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ცენტრალური ბანკის ცნობით, ეს ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული.
29 სექტემბრიდან, 1 ოქტომბრამდედე „ჯპს-ის“ მომხმარებლებს რუსთავი მოლის ფილიალში განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.
Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო შეფასება 15 მილიონი ევროდან 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ამას „ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტს უკვე წარედგინა.
26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 174 მილიონ ლარს აღწევს.
საქართველოდან, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 66,7 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 92,5 მლნ აშშ დოლარის ტონა წყალი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 30 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს, – მის სესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 14 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 157 მილიონ ლარს აღწევს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესში ცვლილება განხორციელდება.