საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 494.000 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა გერმანიაში ექსპორტზე.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის იჯარის აღებით გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
Grigoleti Beach Resort, Trademark Collection by Wyndham შავი ზღვის ქვიშიან სანაპიროსთან,ფიჭვებში ჩამალული სასტუმროა.
კრემლში ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ეს უკრაინის ტერიტორიის 15%-ს შეადგენს.
პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად "ვისოლ ჯგუფმა" შეიძინა, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხის გადაცემა "ბიზნესპარტნიორი" აქვეყნებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა გაიყიდა. 2022 წლის 1 სექტემბერს დაწყებული აუქციონი დღეს, 12 საათზე დასრულდა.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ვისოლ პეტროლიუმის“ ბენზისგასამართ სადგურებზე უახლოეს 2-3 კვირაში საწვავი კიდევ 10-20 თეთრით გაიაფდება.
მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაციის კამპანია, ეს კამპანია არ მიკვირს და სიახლეს არ წარმოადგენს, გულდასაწყვეტი სიახლე კი ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ავრცელებს.