
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, შენდობის წესი აღასრულა.

უკრაინის ქალაქებში, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულზე პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბავშვების მკვლელობების და აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა, აქამდე უცნობი, კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულის სახეზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსი სამხედროები სჩადიან.




ახლა არის ერთიანობის, მომავალზე ფოკუსირების დრო, გვერდზე უნდა გადაიდოს თავდასხმები და იმუშაოთ ერთად ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს მომავლისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი CNN-თან საუბრისას არ გამორიცხავს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტი გააქტიურდეს.
