
სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია „ენკას“ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ტურისტულ სეზონს იმედით უყურებს და მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნის, რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე საქართველოს მეტი უცხოელი ტურისტი ეწვევა, - ამის შესახებ „ამბასადორი ჯგუფში" აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. ის კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას გაცხადებით, თბილისში აბონენტებს ელექტროენერგიას „თელასის“ ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის. ამის შესახებ დავით ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს ერთიანი ტერმინალი აქვს, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პრობლემა მას მემკვიდრეობით დახვდა.

"ყველაფერი უნდა ვასუბსიდიროთ?!", - ამ კონტრკითხვით პასუხობს bm.ge-სთან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელს და ფერმის მფლობელ ნიკოლოზ ბენიაიძეს.

ართული საექსპორტო ღვინის ხარისხის მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ერთვებიან
ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

"რა თქმა უნდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ენერგოსისტემის საფუძველი არის ჰიდროენერგია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო მიმდინარე საკითხებზეც საუბრისას განაცხადა.