რუსეთში, McDonald's, IKEA, Apple, Volkswagen, Microsoft, Toyota და კიდევ 50 სხვა უცხოური კომპანიის ქონების ნაციონალიზაციას გეგმავენ.
დავოსის საერთაშორისო ფორუმმა რუსულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა შეაჩერა.აღნიშნული სანქცია ასევე იმ კონგლომერატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობასაც შეეხო, რომლებსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები განკარგავენ.
სამშენებლო–დეველოპერულურმა კომპანიამ "არქი" უკრაინის დასახმარებლად ჯამურად 150 000 ლარი გამოყო და თბილისის მერიის ინიციატივასაც შეუერთდა.
ავიაკომპანია Georgian Airways-ი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც www.businesstime.ge უცვლელად გთავაზობთ:
უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე დააკავეს 10 მამაკაცი, რომელიც უკრაინის დატოვებას ცდილობდა, მათ შორის არიან სსრკ-ს სახალხო არტისტის, სოფია როტარუს შვილი და შვილიშვილი, ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ინფორმაციას გამოცემა Strana.ua ავრცელებს.
„მაკდონალდსი“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს და ყველა რესტორანს დროებით ხურავს. კომპანია რუსეთში 850 რესტორანს ფლობს.
თბილისის მარკეტებში და სუპერმარკეტებში შაქრის დეფიციტია. საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმმა" საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენიმე ქსელურ მაღაზიას და მინი–მარკეტს მიმართა და გაარკვია, რომ შაქრის დეფიციტი ამ წუთის მონაცემებით მართლაც არსებობს
ნოვოსიბირსკის და ირკუტსკის ჰიპერმარკეტებში სავაჭრო თაროები ცარიელია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყიოფილებას გამოთქმავს.
რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში განაცხადა.
უცროული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ კონგრესის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის ფედერაციისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების აკრძალვისა და რუსეთის ფედერაციასთან და მინსკთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.