მსხვილი რუსული ენერგოკომპანია „ლუკოილი“ უკრაინაში „ტრაგიკული მოვლენების“ გამო შეშფოთებას გამოხატავს და „დიპლომატიურ გამოსავალზე“ საუბრობს.
ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ რუსულად აღიარეს და მაღაზიების დახლებიდან მოხსნეს, წერს პორტალი Delfi ადგილობრივ სავაჭრო ქსელებზე დაყრდნობით.
კიევის მატარებლის სადგურთან მისასვლელს მიტოვებული ავტომობილები ბლოკავენ.
საქართველოში 7,000-ზე მეტი რუსული კომპანია რეგისტრირებული. საქსტატის თანახმად, ეს არიან ფირმები, რომელთა აქციონერები და დამფუძნებლები არიან ან რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები.
ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მოკლე მანძილზე ფრენისთვის 100 000 უფასო ბილეთს სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.
ერთ-ერთი საუკეთესო მოიერიშე პილოტი, უკრაინელი პოლკოვნიკი ალექსანდრე ოქსანჩენკო დაიღუპა. პილოტი საჰაერო ბრძოლის დროს მტრის დარტყმას ემსხვერპლა.
უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების და სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ნავთობის გიგანტი Shell-ი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ რუსულ გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს.
რუსეთის ბანკების ნაწილი SWIFT-დან გათიშეს - ევროკავშირი, აშშ და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე რუსული ბანკის ნაწილი მთავარ საერთაშორისო გადახდის სისტემა Swift-ს ჩამოაშორონ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს.