Anonymous-მა მსოფლიოში უმსხვილესი კვების კომპანიის Nestle–ს მონაცემთა ბაზა გატეხა და გაასაჯაროვა მომხმარებელთა 10 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია, იმეილი, პაროლი და ა.შ.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებიტ, რუსეთს აქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის შესაბამისადაც ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია. ამის შესახებ პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქის ბუჩის რაიონში მდებარე საქალაქო ტიპის დასახლება მაკაროვი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.
„თიბისი კაპიტალის“ ახალი კვლევის თანახმად, თებერვლის მონაცემებით, ერთწლიან პერსპექტივაში თბილისში ბინების ფასი 15.3%-ითაა გაზრდილი, ბინის ქირა კი – 27.2%-ით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანია „ეკოვუდი“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და პროტესტის ნიშნად აჩერებს იმპორტს რუსეთიდან.
ლევან მეხუზლა: ქართული ღვინის მარკეტინგული ღონისძიებები აშშ-ში კიდევ უფრო გააქტიურდება
ბაზარზე არსებული აგრო-მარკეტების დასახმარებლად და მათი განვითარებისთვის შეიქმნა ასოციაცია, რომელიც ამ მიმართულებით იაქტიურებს. საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-ი ასოციაციის თავმჯდომარეს,გიორგი ქაჯაიას დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად განმარტა ასოციაციის პრიორიტებები და მიზნები.
რუსეთის მიერ, აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ ბოლო სანქციებს გამოეხმაურა თეთრი სახლი. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს შეზღუდვები მათ მიზნებზე გავლენას ვერ მოახდენს.
რუსეთმა ჩინეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა, რომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ ესმის და ვერ შეეგუება იმას, კინკლაობას, ქიშპობას, მტრობას, დამღუპველი დაპირისპირებას და პოლარიზაციას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.