პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR" ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.
რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახური წერილს აქვეყნებს.
9 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 219 525 ტონა ყურძენი. ყურძნის მოსავალი 15 ათასამდე მევენახემ დააბინავა.
საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, სამინისტროს, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გეგმის შემუშავება დაევალა.
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს, - ამის შესახებ განცხადება მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგად ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და თბილისიდან ახალციხემდე მგზავრობას მხოლოდ 3 საათი დასჭირდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
გადამუშავებული ყურძნის 99,2% - 204 885 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.