2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ვანში, ქ. ბაღდათსა და ქ. სამტრედიაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს.
1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულიმ სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6% შეადგინა.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
ქუთაისში 5 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოცხადდა.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, დაინტერესებულ მხარეებს წინადადებების გაგზავნა 22 ოქტომბრიდან შეუძლიათ. ხოლო წინადადებების მიღების ბოლო ვადად 27 ოქტომბერია განსაზღვრული.
სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 221 918 ლარია.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტრომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხარისხის გაუმჯობესებისა და კონტროლის მიმართულებით.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზარი გაიხსნას და იყოს კონკურენტუნარიანი, -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორში’’ სტუმრობისას.
ჩვენი სამინისტრო იქნება ყველა ინვესტორის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი – იქნება ეს მცირე, საშუალო თუ მსხვილი ინვესტიცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოავლინეს.