„Belagro 2026” ფარგლებში, საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო სექტორში სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებაა.
ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ონლაინ მედია-გამოცემაში „Vine Pair“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საუკეთესო 17 ღვინო საქართველოდან“, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და თანამედროვე ღვინის კულტურას ეძღვნება.
2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში.
თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში.
დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები. დადგენილების მიხედვით, დღეიდან პროგრამის განმნახორციელებელი ვალდებული ხდება, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოდულიდან ყოველთვიურად შეაჩეროს იმ პირების რეგისტრაცია, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვის ან მეტი ვადით იმყოფებიან.
მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება კი შემცირდააპრილში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება კი შემცირდა.
Gambero Rosso TV-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში (მისამართი:ბერიტაშვილის ქ. 12) გამოავლინეს ფიზიკური პირი ა.კ. რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა(ქათმის) სასაკლაო.