„2027 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით გაიმართა.
სრულიად თვალნათელია, რომ ჩინეთთან არ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times -ი ავრცელებს.
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k. Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა.
ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, პირველ რიგში კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე, რეიტინგების უმეტესობაში ვუსწრებთ ხოლმე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მომდევნო მინისტერიალი საქართველოში გაიმართება.
საქართველოში ქონების დაზღვევის მაჩვენებელი შემცირდა, სატრანსპორტო საშუალებების გაიზარდა.
„ქართული ღვინოები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, რადგან მათი ხარისხი სულ უფრო მაღალ დონეზე ადის“, - აღნიშნა იაპონელმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ თბილისში გამართული დეგუსტაციის შემდეგ.