გასული წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა საშუალო ხელფასი. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, “პასებში ჰქონდა ხარვეზები” და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული, - ამის შესახებ კობახიძემ განაცხადა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - მის შემოწმებას კომუნიკაციების კომისია და სემეკი დაექვემდებარება.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა, ტაშკენტში გამართულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსის (RAIC-CAC) სადამფუძნებლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველო: ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” 47.3 მლნ ლარად 595 ახალ, 2026 წელს გამოშვებულ ავტომობილს ყიდულობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2026” გაიმართა.