სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ღვინის გამოძახილი“ (Echoes of Wine ) SOMM TV-ის ეთერში 1 ივლისიდან განთავსდა. ფილმი მაყურებელს აცნობს საქართველოს განუმეორებელ ბუნებას, ვენახებს, ქართული ღვინის კულტურას, ახალგაზრდა თაობის მეღვინეების ძალისხმევას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის ღვინის დამზადების უძველეს ტექნოლოგიასა და ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას.
1 ივლისს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა. პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს აგროსექტორში თანამედროვე, კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, წარმოების ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.
რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რეგიონებში წყალარინების ქსელის დაცვისა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომერციული და სამეწარმეო ობიექტების მფლობელების ინფორმირების კამპანია დაიწყო.
ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს.
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.