
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.

აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს 3 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული 2016 წლიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, კომპლექსური, რომელიც მოიცავს კავშირების გამყარებას სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ დავითაშვილმა განაცხადა.

ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით – 83 ხმით მიიღო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პარამეტრებზე ისაუბრა.

ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი, ჯამში, თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გვაქვს - ღარიბაშვილი
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი 165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი მოხმარდება ჩვენს რეგიონებში პროექტების დაფინანსებას, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.