ნამდვილად ისტორიული დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და გააუმჯობესებს შიდა ენერგობაზარსაც, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა.
ართული ღვინის გაზრდილი ექსპორტის ფონზე, 2023 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში განახორციელებს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს, რომელიც მოიცავს საინსპექციო კონტროლს, ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. შესაბამისად, 2023 წელს „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 16,7 %-ით გაიზარდა და 700 ათასი ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი სამპროცენტიანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია და საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 286.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 470.8 ათასი ერთეული შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად გასული თვის განმავლობაში საქართველომ $491 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი $61 მილიონით (14%-ით) არის გაზრდილი.