2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ ჩვენ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა.
2017-2021 წლებში ახალგაზრდების ჩართულობა შრომის ბაზარზე დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა და დროთა განმავლობაში უარესდებოდა. ამასთან, ამ პერიოდში ახალგაზრდების სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე შემცირდა, ხოლო უმუშევრობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს. ინფორმაციით,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ (GQSP-Georgia) ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
გასული წლებისგან განხვავებით, 2021 წელი სახელმწიფო საწარმოებმა მოგებით დაასრულეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ჩანგპენგ ჟაოს შეხვდა.
საქსტატის მიერ გავრცელებული წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.