საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წამყვან ხუთ ეკონომიკაში საქართველო შვეიცარიასთან ერთად შედის.
დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა“ - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
აზიის განვითარების ბანკმა [ADB] საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 7%-მდე გაზარდა.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მე-2 ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 49 შემთხვევაში ფაქტი დაფიქსირდა განმეორებით.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ექსპორტის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 5.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე რიკოთის ახალი მაგისტრალის ნაწილი გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52-კილომეტრიანი გზა ექსპლოატაციაში შევა.