
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი 87 ხმით მიიღო.

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია.

2025 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808 მილიონ ლარს.

რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო მოხელეებმა, შესაძლოა, მობილობით ვეღარ ისარგებლონ. შესაბამისი ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი.

2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, - ამის შესახებ დღეს ბიუჯეტის განხიოლვისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.

მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990 მილიონ ლარზე მეტით.

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.