
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით - 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა.

წელს იანვარში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 103 028 ლარი შეადგინა, რაც 62 388 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის 27-29 მაისს, საქართველო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები „მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“ (Shifts, Shocks and Solutions: Microfinance in the Shadow of Geopolitics) უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ერთპარტიული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 8 წევრი უკვე შეირჩა.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება.

იანვარში პროდუქციის წარმოება, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოში ნახატების იმპორტი 2 004 057%-ით, ხოლო ქანდაკებების 75 387%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.