
საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ინტერაქციულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მათ ვებსაიტზე წვდომა ტექნიკური ხარვეზის გამო არის შეზღუდული. სასურველი ინფორმაციის მიღება კი, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე ცხელ ხაზზეა შესაძლებელი.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2024 წლის განმავლობაში 50 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 274 საკითხი განიხილა.

2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მწვანილი, მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, პომიდორი - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.

საქსტატმა დეკემბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

2025 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზის განაკვეთი იზრდება. შესაბამისი ცვლილება ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა.

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.