
IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის 65% უჭერს მხარს საპროტესტო აქციებს, 28% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს, შესაბამის კითხვაზე პასუხი გასცეს.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 109.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2024 წლის ნოემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 6.4%-ით გაიზარდა და 685 942 ადამიანი შეადგინა.

საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა.

საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს - მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით საპენსიო სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა.

პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები.

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი 87 ხმით მიიღო.