გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, შეხვდნენ „იუესაიდის“ წარმომადგენლობას და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგზე დაწერა.
მთავრობის ინიციატივაა, დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს აცნობეს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 ფინანსური წელი 19 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სანქციების პირობებში მყოფ რუსეთს საქონლის იმპორტისთვის აფხაზეთის პორტებს სთავაზობს და ამბობს, "აფხაზეთს სანქციების არ ეშინია".