ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი დაამტკიცა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოსული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ თბომავალ "ჰარმონიაზე” საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ რამდენიმე ცვლილება შევიდა.
გერმანული სარკინიგზო კონცერნი „დოიჩე ბანი“ (Deutsche Bahn) უკრაინის მარცვლეულის გერმანიის პორტებში გადაზიდვას დაიწყებს.
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც შეერთებული შტატები, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ირანულმა და რუსულმა კომპანიებმა დღეს ხელი მოწერეს შეთანხმებას ირანის ეკონომიკაში უდიდესი საზღვარგარეთული ინვესტიციების განხორციელების შესახებ.
ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.