საქართველოში 16 მლრდ მეტრ კუბი გაზის საბადოს არსებობა დადასტურდა , ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.
პრემიერ– მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსწრებს მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით.
ღარიბაშვილის განცხადებით, ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, მაშინ როცა ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას.
„გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენს პროფილაქტიკის მიზნით, 10 დღით კეტავს, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ ეს ბევრად ხანგრძლივი აღმოჩნდება და წინ ენერგეტიკული კრიზისი ელოდებათ.
„რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.
საქართველოში მსოფლიოში პოპულარული მოგზაურ ბლოგერთა და ინფლუენსერთა 15-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა მონაწილეობითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამერიკულ პლატფორმა Steller-თან ერთად და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, მორიგ მასშტაბურ პროექტს იწყებს.
ჩვენ უარს არ ვამბობთ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუმცა მათ, ვინც უარს ამბობენ, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო შორს წავლენ, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან შეთანხმება, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა წყალტუბო განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა 14:00 საათზე, გაიმართება.