მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტრით გაფართოვდება. შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს“ შორის მოეწერა ხელი.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პროფესიონალი და გამოცდილი აქსელერატორის მონაწილეობით ადგილობრივ სტარტაპ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, იყვნენ უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების დავაზე დაწყებული მოკვლევა დაასრულა.
თუ შევხედავთ ფულადი გზავნილების დინამიკას და გადმორიცხვებს, ჩვენ ამას როგორც ერთჯერადი კაპიტალის შემოდინებას ისე ვუყურებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9 პროცენტამდე ზრდის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
2026 წლამდე ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა.