გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გაიზრდება, რაც გასული წლის 5.5%-იან ზრდასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ,ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, საჭიროა მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით.
მესტიაში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა პირობა დადეს, რომ მაინერებს გამორთავენ. ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემა აქვს, რისი მიზეზიც ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებაა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია სვანეთში კრიპტოვალუტების მოპოვებით/მაინინგით. ეს საქმიანობა განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ ამ რეგიონში იმიტომ არის, რომ ადგილობრივები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან.
ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა 80 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
„ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დუბაიში, "ექსპო 2020 დუბაიზე" საქართველოს ეროვნული დღის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტი წელსაც თავაზობს მკითხველს ახალი წლის სუფრის ინდექსს. ამ ინდექსით დათვლილია, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 400-მდე მოქალაქეს რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით გრანტი გადაეცა, - ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი, როცა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2 წლის საქმიანობა შეაჯამა.
საქართველოდან 11 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 13.7 მლნ დოლარის ღირებულების 25 934 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.